SIX PACK+T/6 მთავარი მაჩვენებელი +Tachometer
SIX PACK+T/6 მთავარი მაჩვენებელი +Tachometer
მცირე ავიაციაში შემავალი საჰაერო ხომალდები უმეტეს შემთხვევაში ერთ მფრინავზეა მორგებული,რადგან მათი ზომა და მახასიათებლები არ აყენებს მეორე პილოტის ყოფნის აუცილებლობას.სწორედ ამიტომ ხომალდის მაჩვენებელთა დაფაზე წარმოდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოები მარცხენა მხარეს პირდაპირ მფრინავის წინ არის განლაგებული.თითოეულ მაჩვენებელს თავისი დანიშნულება გააჩნია გარკვეულ შემთხვევებში მათმა გაუმართაობამ შესაძლებელია საავარიო სიტვაცია გამოიწვიოს.ახლა კი კონკრეტული მათგანი განვიხილოთ:
1.Airspeed Indicator იგივე სიჩქარის მაჩვენებელი:
ამ ხელსაწყოს მთავარი ფუნქციაა ხომალდის გარეთ მდებარე სენსორული მილიდან მიღებული ინფორმაცია გარდაქმნას და საბოლოოდ მოგვაწოდოს ინფორმაცია ხომალდის სიჩქარის შესახებ კონკრეტულ მომენტში.
2.Attitude Indicator იგივე ჰორიზონტალური მდგომარეობის მაჩვენებელი,ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმთავრესია რადგან მის გარეშე შეუძლებელია ზუსტად დავადგინოთ საჰაერო ხომალდის მდებარეობა ჰორიზონტის მიმართ.
3.Altimeter იგივე სიმაღლის მაჩვენებელი,როგორც სახელიდან მიხვდებით,ამ ხელსაწყოს მთავარი ფუნქციაა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია თვითმფრინავის სიმაღლის შესახებ.
4.Turn Coordinator იგივე კორდინატორი,განსხავებით ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოებიდან,ამ კონკრეტულს გააჩნია ორი ფუნქცია:
1:გვაჩვენოს თვითმფრინავის მოხვევის კუთხე
2.სურათზე აღნიშნულ შავ ბურთულას დიდი ფუნქცია გააჩნია განსაკუთრებით კი ძლიერი ქარის დროს,იგი გვიჩვენებს თვითმფრინავის მდგომარეობას ჰაერში დროის კონკრეტულ მონაკვეთში,მისი დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ საით "მიცურავს" თვითმფრინავი.
5.Heading Indicator იგი გვიჩვენებს თუ რომელ გრადუსზე მიფრინავს თვითმფრინავი.აღსანიშნავია რომ გარკვეულ შემთხვევებში ამ ხელსაწყოს ჩვენება არ ემთხვევა მაგნიტური კომპასის ჩვენებას ამიტომაც საჭიროა მისი მაჩვენებელი გავუტოლოთ მაგნიტური კომპასის მაჩვენებელს.
6.Vertical Speed Indicator/ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელი გვაძლევს ინფორმაციას თუ რა სიჩქარით იცვლის თვითმფრინავი სიმაღლეს მისი ერთეული არის (ამერიკული სტანდარტებით)ft/min ანუ ფუტი წამში
7.Tachometer/ტახომეტრი ფართოდაა გამოყენებული ყველა სახის ტრანსპორტში მისი ფუნქცია ერთა დერთია გვიჩვენოს თუ რა ბრუნს ანვითარებს ძრავი.
ავტორი:გ.ნაპირელი
თვალსაჩინოება აღებულია:C-Aviation.net_დან

Comments
Post a Comment