SIX PACK+T/6 მთავარი მაჩვენებელი +Tachometer
SIX PACK+T/6 მთავარი მაჩვენებელი +Tachometer მცირე ავიაციაში შემავალი საჰაერო ხომალდები უმეტეს შემთხვევაში ერთ მფრინავზეა მორგებული,რადგან მათი ზომა და მახასიათებლები არ აყენებს მეორე პილოტის ყოფნის აუცილებლობას.სწორედ ამიტომ ხომალდის მაჩვენებელთა დაფაზე წარმოდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოები მარცხენა მხარეს პირდაპირ მფრინავის წინ არის განლაგებული.თითოეულ მაჩვენებელს თავისი დანიშნულება გააჩნია გარკვეულ შემთხვევებში მათმა გაუმართაობამ შესაძლებელია საავარიო სიტვაცია გამოიწვიოს.ახლა კი კონკრეტული მათგანი განვიხილოთ: 1.Airspeed Indicator იგივე სიჩქარის მაჩვენებელი: ამ ხელსაწყოს მთავარი ფუნქციაა ხომალდის გარეთ მდებარე სენსორული მილიდან მიღებული ინფორმაცია გარდაქმნას და საბოლოოდ მოგვაწოდოს ინფორმაცია ხომალდის სიჩქარის შესახებ კონკრეტულ მომენტში. 2.Attitude Indicator იგივე ჰორიზონტალური მდგომარეობის მაჩვენებელი,ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმთავრესია რადგან მის გარეშე შეუძლებელია ზუსტად დავადგინოთ საჰაერო ხომალდის მდებარეობა ჰორიზონტის მიმართ. 3.Altimeter იგივე სიმაღლ...